15:33 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-08 10:48:15, 540 ნახვა

სამხედრო
ეროვნულ სასწავლო ცენტრში JCATS-ის გამოყენებით სამეთაურო-საშტაბო სწავლება მიდმინარეობს

ეროვნულ სასწავლო ცენტრში „კრწანისი“  სამეთაურო-საშტაბო სწავლება JCATS-ის გამოყენებით მიმდინარეობს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნულ სასწავლო ცენტრს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ესტუმრა. გენერალური შტაბის უფროსი სწავლების მიმდინარეობის პროცესს, შტაბების მუშაობას გაეცნო და მონაწილეებს რეკომენდაციები მისცა.

ერთკვირიანი სწავლება  გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ორგანიზებით ტარდება და  სარდლობის დაქვემდებარებული ქვედანაყოფების შტაბების მოქმედებების დახვეწას ისახავს მიზნად.

სწავლება გასულ კვირას დაიწყო და ორ ეტაპად მიმდინარეობს. პირველ  ეტაპზე დაგეგმარების სამუშაოები შესრულდა. მეორე ეტაპი საბრძოლო მოქმედებების გათამაშებას ანუ აღსრულების   ფაზას მოიცავს, რაც ძირითადად კომპიუტერული სიმულატორების მეშვეობით ხორციელდება.

გაერთიანებული კონფლიქტებისა და ტაქტიკის სიმულაციური სისტემის გამოყენებით სამეთაურო საშტაბო  სწავლებაში წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დაქვემდებარებაში მყოფი სხვადასხვა ქვედანაყოფი მონაწილეობს.  სწავლების დასასრულს, მართვისა და კონტროლის შეფასება, საბრძოლო ფუნქციების ინტეგრირება და ზემდგომ და მეზობელ ქვედანაყოფებთან კოორდინაციის შეფასება მოხდება.

აღნიშნული სწავლება  „დიდგორი  2015“-ის მოსამზადებელ პერიოდს წარმოადგენს.

სწავლების მიმდინარეობის პროცესს გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე ბრიგადის გენერალი, ვლადიმერ ჩაჩიბაია, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, სწავლების ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ლევან ბერია  და  J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, ბრიგადის გენერალი, გიორგი სურმავა დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics