2015-01-13 11:55:38, 414 ნახვა
სამართალი
ქარელში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, აღმოსავლეთ-ცენტრალური სამსახურის თანამშრომლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტში, მდ. მტკვარზე, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრაკონიერებმა 24 კგ ხრამულისა და ნაფოტას ჯიშის თევზი აკრძალული თევზსაჭერი მოწყობილობით მოიპოვეს.
უწყების ცნობით, სამართალდამრღვევბს ჩამოერთვათ უკანონოდ მოპოვებული თევზი და აკრძალული თევზსაჭერი მოწყობილობა. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა.
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნება შესაბამის სასამართლოში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან