12:54 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-12 11:39:30, 743 ნახვა

სამართალი
კუბლაშვილი: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს პოლიტიკური ბეგრაუნდი სავარაუდოდ, არ უნდა ჰქონდეს

„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს პოლიტიკური ბეგრაუნდი, სავარაუდოდ, არ უნდა ჰქონდეს“, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე კოტე კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

თუმცა, მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის დანიშვნის წესი, ნაწილობრივ პოლიტიკურია, რადგან კანდიდატურას პრეზიდენტი წარადგენს და პარლამენტი ნიშნავს. 

მიუხადავად ამისა, კუბლაშვილი  მიიჩნევს, რომ ეს ხელს არ უშლის, უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვისას ძალიან პრინციპულები იყვნენ.  

კოტე კუბლაშვილის განმარტებით, ადამიანს,  რომელიც  უზენაესი სასამართლოს თავჯდომარედ დაინიშნება, პოლიტიკასთან ურთიერთობის კუთხით, „სუფთა“ მდგომარეობა  უნდა ჰქონდეს.

„უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის კანდიდატურას პოლიტიკური ბეგრაუნდი, სავარაუდოდ, არ უნდა ჰქონდეს. თუმცა, დანიშვნის წესი  ისევე  როგორც აშშ–ში, ჩვენთანაც  ნაწილობრივ პოლიტიკურია, რადგან პრეზიდენტი წარადგენს კანდიდატურას და პარლამენტი ნიშნავს. მაგრამ,  მიუხედავად ამისა, იგივე აშშ–ში ეს ხელს არ უშლის თავჯდომარეს, რომ ძალიან პრინციპულები იყვნენ, როცა საქმეს იხილავენ. იგივე უნდა მოხდეს ჩვენთანაც, ადამიანს რომელიც უზენაესი სასამართლოს თავჯდომარედ დაინიშნება პოლიტიკასთან ურთიერთობის კუთხით „სუფთა“  მდგომარეობა უნდა ჰქონდეს“,  – განაცხადა  კუბლაშვილმა. 

რაც შეეხება, უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის დანიშვნასთან დაკავშირებით პროცედურებს, კუბლაშვილის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოსთან განსხვავებით, უზენაეს სასამართლოში არ არის დადგენილი, თუ რა ვადებში უნდა დაინიშნოს ახალი თავჯდომარე. 

„დანიშვნა შეიძლება მოხდეს ერთ კვირაში, ორ, ან სამ თვეში. ეს მთლიანად პრეზიდენტსა და პარლამენტზეა დამოკიდებული“, – აღნიშნა კოტე კუბლაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics