2015-01-10 14:19:56, 774 ნახვა
მსოფლიო
პეტრო პოროშენკო: უკრაინა საფრანგეთს სოლიდარობას უცხადებს
უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, უკრაინა სალიდარობას უცხადებას ფრანგ ხალხს.
„სიტყვის თავისუფლება დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, სწორედ ამის გამოხატვა ვცადე დღეს, საფრანგეთის ელჩთან შეხვედრისას. ამიტომაც სამძიმრის წიგნში დავწერე, რომ მე შარლი ვარ. დღეს უკრაინელი ხალხი ფრანგებს სოლიდარობას უცხადებს“,-განაცხადა პოროშენკომ.
რომ შეგახსენებთ, 7 იანვარს, სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 12ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან