14:14 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-04 14:18:42, 3269 ნახვა

კულტურა
თამარ გვერდწითელი მსმენელების წინაშე ახალი საკონცერტო პროგრამით წარსდგა

მუსიკოსი თამარ გვერდწითელი მსმენელების წინაშე ახალი საკონცერტო პროგრამით წარსდგა.

ქართველმა შემსრულებელმა ნიუ იორკში, ცნობილ დარბაზში – „კარნეგი ჰოლი“, განახლებული რეპერტუარის პრეზენტაცია გამართა. პროგრამაშია როგორც ქართული, ებრაული ასევე ევროპული სიმღერები. უახლოეს მომავალში ამავე პროგრამით მომღერალი ბოსტონში, „მაჯესტიკში“ წარდგება.

გვერდწითელის ახალ პროგრამას „მამელი, დედის თვალები“ ჰქვია. ნიუ-იორკში მუსიკოსის გამოსვლამ   სრული ანშლაგით ჩაიარა. 

კონცერტში მონაწილეობას იღებდა ხელოვნების ფესტივალის „ალუბლების ბაღის“ დიდი სიმფონიური ორკესტრი.

კონცერტის დამსწრეთა უმრავლესობა აღნიშნავდა, რომ  საღამომ მათზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. ერთ-ერთმა  მუსიკალურმა კრიტიკოსმა განაცხადა, რომ ეს არის აბსოლუტურად უნიკალური შემთხვევა, როდესაც ზოგჯერ სიმღერის ტექსტი არ გესმის, თუმცა გინდა გაგიხარდეს და იტირო მომღერალთან ერთად. აუდიტორიის წევრებმა თამარ გვერდწითელის ვოკალი შეაფასეს, როგორც „ბროლის, გამჭირვალე, სავსე და ძლიერი“.

თამარ გვერდწითელის ამ გამოსვლით ფესტივალი „ალუბლების ბაღი“ გაიხსნა, რომელიც ორ კვირას გასტანს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics