22:54 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
0000-00-00 00:00:00, 977 ნახვა

საზოგადოება
თურქეთმა საქართველოში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ C-130-ის ფრენები დროებით შეჩერდა

საქართველოში თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო თურქეთმა C-130 ტიპის თვითმფრინავებით ფრენა დროებით შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

"ეროვნული თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, C-130-ის ფრენები დროებით შეჩერდა, რათა თვითმფრინავებს დეტალური ტექნიკური შემოწმება ჩაეტარებინათ. მხოლოდ მათ, ვინც წარმატებით გაივლის შემოწმებას, ექნებათ ფრენის განახლების უფლება", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

C-130 სამხედრო სატვირთო თვითმფრინავებს ფართოდ იყენებენ თურქეთის შეიარაღებული ძალები პერსონალის გადასაყვანად და ლოჯისტიკური ოპერაციების განსახორციელებლად.

შსს-მ გამოძიება დაიწყო მუხლით, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics