02:21 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-19 03:15:33, 2458 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ეს ჩვენი საუკეთესო შეხვედრა იყო

„მე შევძელი რუკაზე ბევრი რამ მეჩვენებინა: ვინ რომელ ტერიტორიებს აკონტროლებს - რეალურად, არა ჭორებით“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან დასძინა, რომ ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაზე მან და ტრამპმა „უსაფრთხოების გარანტიები“ განიხილეს. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია: მე არ ვარ მზად ყველა დეტალზე ვისაუბრო“, - აღნიშნა მან.

მისი თქმით, ასევე განიხილეს უკრაინელი ბავშვების დაბრუნების „სხვადასხვა მიდგომები“. ასევე განიხილება „ყველას ყველასთვის დაბრუნების სქემა“.

ასევე, მისი თქმით, შეერთებული შტატები სთავაზობს რუსეთის, უკრაინისა და შეერთებული შტატების ლიდერებს შორის შეხვედრის ჩატარებას „რაც შეიძლება მალე“.

„რუსეთმა თავდაპირველად ორმხრივი შეხვედრა შესთავაზა, შემდეგ კი სამმხრივი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ის „მზადაა“ პუტინთან შესახვედრად. „ვფიქრობ, ეს კარგი შედეგია“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

"აშშ-სთან განვიხილეთ საკითხი, რომ ყველა მხარემ უნდა აჩვენოს ომის დასრულების სურვილი. ეს არის დიპლომატიური შეხვედრა ლიდერების დონეზე. თუ არც ერთი მხარე ასეთ სურვილს არ გამოავლენს, ჩვენ შესაბამისად მოვიმოქმედებთ,“ - აღნიშნა ზელენსკიმ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics