11:17 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-21 13:30:56, 690 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ბიზნესასოციაციის მოთხოვნა ლეგიტიმურია და ჩვენ მას ძალიან სერიოზულად მოვეკიდებით

„ბიზნესასოციაციის მოთხოვნა, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ლეგიტიმურია და ჩვენ მას ძალიან სერიოზულად მოვეკიდებით“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მოგების გადასახადის ახალ სისტემაზე გადასვლის გადავადების შეფასებისას განაცხადა.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რეფორმები რომლებსაც მთავრობა ატარებს, ატარებს იმისთის, რომ ბიზნესმა თავი კომფორტულად იგრძნოს.

"ეს ყველაფერი კეთდება ბიზნესისთვის; იმისთვის, რომ ბიზნესმა კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი შექმნას და ჩვენი მოსახლეობა დასაქმდეს. ბიზნესასოციაციის მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ლეგიტიმურია და ჩვენ აუცილებლად ძალიან სერიოზულად მოვეკიდებით ამ მოთხოვნას", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ცნობისთვის, ბიზნესასოციაცია პრემიერს მიმართავს და სთხოვს, მოგების გადასახადის ახალ სისტემაზე გადასვლას. მოთხოვნის თანახმად ახალ სისტემაზე გადასვლა 2017 წლის 1-ელი ივლისის ნაცვლად 1-ელი იანვრიდან უნდა მოხდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics