22:41 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-29 13:47:23, 684 ნახვა

მსოფლიო
დმიტრი პესკოვი - რუსეთის მოლაპარაკებებისკენ წაყვანა ზეწოლითა და სანქციებით შეუძლებელია

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისკენ რუსეთის წაყვანა ახალი სანქციებით შეუძლებელია — რაც უფრო სერიოზული იქნება შემდეგი შეზღუდვები, მით უფრო სერიოზული იქნება რუსეთის პასუხიც.

„რუსეთის მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანა მხოლოდ ლოგიკითა და არგუმენტებით არის შესაძლებელი. შეუძლებელია რუსეთის იძულება ზეწოლით ან ძალის გამოყენებით“, — განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუს ფრაგმენტში, რომელიც რუსულ ტელეპროგრამაში მოსკოვი. კრემლი.პუტინი გავიდა რუსეთის პირველ არხზე. ინტერვიუ ზარუბინმა მოგვიანებით საკუთარ ტელეგრამარხზე გამოაქვეყნა.

ახალ ანტირუსულ სანქციებზე საუბრისას, მათ შორის — რუსეთის ნავთობზე დაწესებულ შეზღუდვებზე, პესკოვმა თქვა: „რაც უფრო სერიოზულია სანქციების პაკეტი, რომელსაც, გავიმეორებ, არალეგალურად მივიჩნევთ, მით უფრო ძლიერი იქნება „ხიშტის უკუცემა მხარში“. ეს ორპირი იარაღია, ბოლოს და ბოლოს.“

პესკოვის განცხადებით, მას არ ეპარება ეჭვი, რომ ევროკავშირი დაამტკიცებს სანქციების ახალ პაკეტს, რაც, მისივე თქმით, ბრიუსელში ანტირუსული განწყობების დასტურია.

„ცხადია, რომ თითქმის ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ უკვე შევძელით გარკვეული გამძლეობის განვითარება და ვისწავლეთ, როგორ შევამციროთ ასეთი პაკეტების შედეგები. ეს ყველაფერი დამატებით სამუშაოს მოითხოვს. საბოლოო ჯამში, მსოფლიო ამ სანქციების ირგვლივ არ ბრუნავს“, — აღნიშნა მან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics