14:39 - 16 Apr, 2026
|
2025-06-22 18:07:14, 1307 ნახვა
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი - ირანის ბირთვული პროგრამა მნიშვნელოვნად დავხიეთ უკან
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, აშშ-ის საჰაერო დარტყმებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა ირანის ბირთვული პროგრამა. „არ მინდა მგრძნობიარე სადაზვერვო მონაცემებში შევიდე, მაგრამ ვიცით, რომ გუშინ ღამით ირანის ბირთვული პროგრამა მნიშვნელოვნად დავხიეთ უკან, წლებით, თუ მეტით“, - აღნიშნა ჯეი დი ვენსმა ABC-თან ინტერვიუში. მისი თქმით, შეერთებული შტატები ირანთან ომში არ არის. „ჩვენ არ ვართ ომში ირანთან - ჩვენ ვართ ომში ირანის ბირთვულ პროგრამასთან. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა გუშინ ღამით გადამწყვეტი ზომები მიიღო ამ პროგრამის გასანადგურებლად“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)