14:02 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-19 19:15:37, 1003 ნახვა

მსოფლიო
ფინეთის პარლამენტი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის შეთანხმების დატოვებას მხარს უჭერს

ფინეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა დატოვონ ოტავას შეთანხმება, რომელიც ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებას კრძალავს.

წინადადებას მხარი დაუჭირა 157-მა პარლამენტარმა, 18 წინააღმდეგი იყო, 24 კი კენჭისყრას არ დასწრებია.

18 წინააღმდეგიდან 10 ხმა ეკუთვნის მემარცხენეთა ალიანსის წარმომადგენლებს, 7 მწვანეთა პარტიის წარმომადგენლებს და ერთიც შვედეთის სახალხო პარტიის წევრს (ეს პარტია მმართველ კოალიციაში შედის).

შვედეთის მთავროვამ პარლამენტს შეთანხმების დატოვების წინადადებით გასულ თვეში მიმართა. პარლამენტის მხარდაჭერის შემდეგ, საჭიროა კანონპროექტი პრეზიდენტმაც დაადასტუროს. 

ოტავას შეთანხმება კრძალავს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების შენახვას, წარმოებასა და გადაცემას, ითხოვს მათ განადგურებას. 

2012 წელს ფინეთი გახდა ევროკავშირის უკანასკნელი წევრი, რომელმაც 1997 წლის შეთანხმებას ხელი მოაწერა. რამდენიმე თვის წინ ამ მავალდებულებელი დოკუმენტის დატოვების შესახებ გამოაცხადეს სხვა ქვეყნებმაც: ესტონეთმა, ლიტვამ, ლატვიამ და პოლონეთმა.

ფინელი პარლამენტარების გადაწყვეტილების რუსი პოლიტიკოსებისა და სამხედრო ბლოგერების უკმაყოფილება მოჰყვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics