|
2025-06-16 10:06:13, 642 ნახვა
მსოფლიო
ისრაელში ირანის სარაკეტო შეტევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა
ისრაელის საგანგებო სიტუაციების ეროვნული სამსახურის, “მაგენ დავიდ ადომის” ცნობით, ირანის მიერ დღეს დილით განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. საგანგებო სიტუაციების სასახურში აცხადებენ, რომ ოთხი ადამიანი ქალაქ პეტახ ტიკვაში დაიღუპა, ერთი კი - ბნეი ბრაკში. ცნობისთვის, სარაკეტო დარტყმები ისრაელის ცენტრალურ და სანაპირო ტერიტორიებზე განხორციელდა, განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი კოორპუსები და სხვა შენობები, ავტომობილები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ისრაელში პარასკევის შემდეგ ირანის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. ამასთან, ირანის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანში ისრაელის იერიშებს სულ მცირე 224 ადამიანი ემსხვერპლა, 1 277 კი -ჰოსპიტალიზებულია.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)