20:56 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-15 13:44:11, 1305 ნახვა

საზოგადოება
კახეთის გზატკეცილზე, მეტრომშენის მიმდებარედ, ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა

კახეთის გზატკეცილზე, თბილისის შემოსასვლელის მიმართულებით, მეტრომშენის დასახლების მიმდებარედ არსებული ხიდის სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია დაიწყო.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 15 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით, აღნიშნულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

„პირველი ეტაპის განმავლობაში, გადაადგილება შეზღუდულია ხიდის მარჯვენა სამოძრაო ზოლზე, რის შემდეგაც, შეზღუდვა მარცხენა ზოლსაც შეეხება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics