01:19 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-09 15:27:30, 612 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - ნატო-მ ყველა ნიღაბი ჩამოიხსნა და აჩვენებს, რომ მისი არსი არის აგრესიისა და კონფრონტაციის ინსტრუმენტი

ნატო-მ ყველა ნიღაბი ჩამოიხსნა და აჩვენებს, რომ მისი არსი არის აგრესიისა და კონფრონტაციის ინსტრუმენტი. ამგვარად გამოეხმაურა კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ინფორმაციას ალიანსის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების 400%-ით გაზრდის საჭიროებასთან დაკავშირებით.

„ახლა ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მოიხსნა ყველა ნიღაბი და ყველანაირად ავლენს როგორც აგრესიისა და კონფრონტაციის ინსტრუმენტის არსს“, – აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ლონდონში, ანალიტიკურ ცენტრ ჩეთემ ჰაზსში დაგეგმილი სიტყვით გამოსვლისას, ნატო-ს გენერალური მდივანი ალიანსის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის შესაძლებლობების 400%-ით გაზრდის საჭიროების შესახებ განაცხადებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics