11:21 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-01 10:04:35, 848 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის კანცლერის რანგში მერცი მომავალ კვირას პირველად შეხვდება ტრამპს

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მომავალ კვირას ვაშინგტონს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, რათა აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდეს. გერმანიის კანცლერის რანგში ეს მერცისთვის პირველი შეხვედრა იქნება აშშ-ს პრეზიდენტთან. 

გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის, სტეფან კორნელიუსის განცხადებით, გერმანიისა და აშშ-ს ლიდერები თეთრ სახლში დაგეგმილ შეხვედრაზე უკრაინაში მიმდინარე ომს, ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასა და სავაჭრო პოლიტიკას განიხილავენ. 

შეხვედრის შემდეგ მერცი და ტრამპი, სავარაუდოდ ოვალურ კაბინეტში, ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. 

გერმანიის ახალ კანცლერს ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან საჯარო დაპირისპირება ჰქონია. 

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ისევე, როგორც აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა მაისის დასაწყისში გერმანიის სადაზვერვო სამსახურის მიერ ულტრამემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) "ექსტრემისტულ ორგანიზაციად" გამოცხადების გამო ბერლინი მკაცრად გააკრიტიკა. 

ამასთან, ტრამპის ადმინისტრაციის აწ უკვე ყოფილი წევრი და ახლო მოკავშირე ილონ მასკი გერმანიის ფედერალური არჩევნების პერიოდში AfD-ის მიმართ მხარდაჭერას ხშირად გამოხატავდა საჯაროდ. 

საპასუხოდ, მერცი ამბობდა, რომ ამერიკელ მაღალჩინოსნებს გერმანულ პოლიტიკაში ჩარევისგან თავი უნდა შეეკავებინათ. 

"ჩვენ ამერიკის საარჩევნო კამპანიებში ჩარევისგან ბოლო წლების განმავლობაში მეტწილად თავს ვიკავებდით და ამის თქმა პირადად ჩემზეც შემიძლია". - თქვა იმ დროს მერცმა და დაამატა, რომ მან ამერიკელ ოფიციალურ პირებს უთხრა, რომ "ისინი არცერთი კანდიდატის მხარეს არ იჭერდნენ" და ამავეს მოითხოვდნენ მათგანაც. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics