15:28 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-19 15:11:23, 1125 ნახვა

საზოგადოება
შიდა ქართლში მოზარდს ე.წ. ქურდული სამყაროს უპატივცემულობის მიზეზით ფიზიკურად გაუსწორდნენ

შიდა ქართლში არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს. 

ადგილობრივმა მედიამ, ქართლის ამბებმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ შიდა ქართლში არასრულწლოვანზე იძალადეს. როგორც Qartli.ge-ს ერთ-ერთმა მშობელმა უთხრა, მოზარდზე სოციალურ ქსელ ტიკ-ტოკში კრიმინალური სამყაროს მიმართ დაწერილი უარყოფითი კომენტარის გამო იძალადეს. 

ძალადობაში რამდენიმე პირი მონაწილეობდა. 

ქართლის ამბები ერთ-ერთი მშობლის კომენტარსაც ავრცელებს, რომელიც ამბობს, რომ ინციდენტში 10-15 პირი მონაწილეობდა. 

"ეს ბავშვი მოათავსეს საავადმყოფოში. 10-15 ადამიანი იყო, ვინც ცემაში მონაწილეობდა. ზოგი არასრულწლოვანი იყო, ზოგი ალბათ დიდიც. ჩვენც გვეშინია, შვილები გვყავს. იქნებ დაინტერესდეთ ამ ამბით. როგორც ვიცით, პოლიციაში დაკითხვაზე იყვნენ უკვე, მაგრამ შედეგი არ ვიცით". - ქართლის ამბების ცნობით, თქვა ერთ-ერთმა მშობელმა მათთან საუბრისას. 

შსს-მ გამოძიება გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო. დეტალებზე უწყებას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics