23:04 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-16 09:32:04, 733 ნახვა

რეგიონი
აჭარის სსდ ცენტრებს სამედიცინო და კომპიუტერული ინვენტარი გადაეცა

რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ტექნიკური აღჭურვა გრძელდება.

აჭარის რაიონულ ცენტერებს სამედიცინო და კომპიუტერული ინვენტარი გადაეცა. ტექნიკა ყველა რაიონულ სამსახურში განაწილდება. 20-მდე დასახელების სამედიცინო მოწყობილობებით კი, რეგიონის ყველა ეკიპაჟი აღიჭურვება.

ინვენტარის გადაცემის პროცესს პირადად დაესწრო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი დავით ტორუა.

დეფიბრილატორები, კარდიოგრაფები, პორტატული პულსოქსიმეტრები, ხერხემლის საიმობილიზაციო და სატრაქციო, ასევე ზემო კიდურის უნივერსალური არტაშნები, კომბინირებული საინტუბაციო მილები, მექანიკური მქაჩები, ჟანგბადის პორტატული ბალონები, პედიატრიული უნივერსალური კისრის საყელოები, სამედიცინო ჩანთები, ოროფარინგიალური მილები, მაკრატლები, ჟანგბადის რეზერვუარიანი ნიღბები და სისტემა-დოზიმეტრები ყველა ეკიპაჟში დამონტაჟდება. ახალი სამედიცინო აღჭურვილობის გამოყენებისთვის, მედპერსონალს შესაბამისი ტრენინგიც ჩაუტარდა.

ასევე, რაიონულ სამსახურებში კომპიუტერული ტექნიკა განაწილდება, რომლის მეშვეობითაც ცენტრის ელექტრონული პროგრამა ჩაირთვება.

რეგიონული სსდ ცენტრების სამედიცინო და კომპიუტერული ინვენტარით აღჭურვა 9 მარტს დაიწყო. მოწყობილობები უკვე გადაეცა იმერეთისა და კახეთის რეგიონებს. მომდევნო ეტაპზე კი, სამედიცინო ინვენტარი სამეგრელოს სასწრაფო დახმარების ცენტრებს გადაეცემა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს გამართავს
სააკაშვილი: პრეზიდენტ ალიევს აზერბაიჯანში „ფაქტობრივად“ არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები
ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი - მიწაზე მცოცავი სააკაშვილი მე ვერ მიწოდებს მოღალატეს
ივანიშვილმა და ალიევმა ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროში პარტნიორობა განიხილეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics