00:22 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-26 10:28:40, 4319 ნახვა

საზოგადოება
რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთის ორი ჟურნალისტი უცხოეთის აგენტების სიაში შეიყვანა

გამოცემა The Moscow Times-ის ინფორმაციით, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ 21 მარტს ოკუპირებული აფხაზეთის ადგილობრივი მედიების ორი ჟურნალისტი "უცხოეთის აგენტების" სიაში შეიყვანა. 

აფხაზურ გაზეთ Нужная Газета მთავარ რედაქტორს, იზიდა ჭანიასა და ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო "აიაშარას" მთავარ რედაქტორს, ნიზფა არშბას, რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის შესახებ "ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში" დასდეს ბრალი.

მანამდე, მარტის დასაწყისში, რუსეთმა ასევე "უცხოეთის აგენტად" გამოაცხადა გამოცემა Чегемская правда-ს და დამფუძნებელი ინალ ხაშიგი, რომელიც სიაში პირველი აფხაზი ჟურნალისტი იყო.

2024 წლის ნოემბერში ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქციები დაიწყო, მომიტინგეები რუსეთთან გასაფორმებელი საინვესტიციო კანონსა და მისი შინაარსს აპროტესტებდნენ.

15 ნოემბერს, სოხუმში მომიტინგეები თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის შენობის ეზოში შეიჭრნენ და შენობას ალყა შემოარტყეს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი.

დე ფაქტო ოპოზიციამ ე.წ. სახელმწიფო შენობათა კომპლექსი დაიკავა. აქციის მონაწილეები ბჟანიას გადადგომას ითხოვდნენ.

19 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია გადადგა. მოგვიანებით ჩაინიშნა ვადამდელი არჩევნები.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, დიმიტრი მარშანის თქმით, 1-ელ მარტს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ბადრა გუნბამ ხმების 54.73% მიიღო, ხოლო ადგურ არძინბამ ხმების 41.54% დააგროვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics