06:26 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-10 17:08:30, 568 ნახვა

საზოგადოება
თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია მიმდინარეობს

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტთა ნაწილი აქციას მართავს.

როგორც სტუდენტები აღნიშნავენ, მათი შეკრების მთავარი მიზანი იმ სტუდენტებისთვის სოლიდარობის გამოცხადებაა, რომელთაც სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტეს.

„ბოლო ორი დღის განმავლობაში ვხედავთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, რომელიც ხელისუფლების დავალებით სტუდენტებს უპირისპირდება. ამის პარალელურად, ვხედავთ ხელისუფლებას, რომელიც მის მიერ მიღებულ დრაკონულ კანონებს იყენებს სტუდენტების წინააღმდეგ. გუშინ სწორედ მათ მიერ მიღებული კანონების საფუძველზე გამოყარეს თეატრალურის სტუდენტები. რაც შეეხება დღევანდელი შეკრების მიზანს, არის პირველ რიგში, ის, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ სტუდენტებს, რომლებსაც დღეს შეუჩერდათ სტატუსი. გარდა ამისა, ხელისუფლებას ვუთხრათ, რომ მათი გადაწყვეტილებები, ქმედებები ჩვენ არ გვაშინებს. პირიქით, ეს ყველაფერი უფრო გვაბრაზებს. ჩვენი პასუხი იქნება იმაზე უფრო ხისტი, მკაფიო, ვიდრე ეს აქამდე იყო“, - განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა, ხალიბეგ მაგამედოვმა.

გარდა სტუდენტებისა, უნივერსიტეტთან იმყოფებიან სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.

ჯგუფი „წინაპრების“ წევრის, თათია მექვაბიშვილის განცხადებით, „ხელისუფლებამ გადაწყვიტა, თავისი დიქტატორული ტონი ახალგაზრდების წინააღმდეგ გამოიყენოს“.

„ხელისუფლებამ გადაწყვიტა, თავისი დიქტატორული ტონი გამოიყენოს ახალგაზრდების წინააღმდეგ, რომელთაც ეკუთვნით ეს ქვეყანა, რომლებმაც ცხოვრება უნდა გააგრძელონ ჯანსაღ, განვითარებულ, განათლებულ სამყაროში, რომელსაც ევროპული სამყარო ჰქვია. ამისთვის ვიბრძვით ჩვენ. იმის მაგივრად, რომ ე.წ ხელისუფლებას მოესმინა ამ ბავშვებისთვის, გაეთვალისწინებინა მათი მოთხოვნები, რაღაც უმსგავსო საქციელი, საბჭოთა გადმონაშთი დავინახეთ ამ საქციელში“, - განაცხადა თათია მექვაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics