13:09 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-24 11:33:22, 405 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება, შეზღუდულ რეჟიმში ოპერირებს ბათუმის აეროპორტი

დასავლეთ საქართველოში უამინდობის და ინტენსიური თოვის მიუხედავად, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები შეუფერხებლად, ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დიდთოვლობის მიუხედავად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაბამისი სამსახურები საჰაერო ხომალდის მოყინვის საწინააღმდეგო პროცედურებს დროულად ახორციელებენ. ასევე, სპეციალური მოყინვის საწინააღმდეგო სითხით მუშავდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები. დღეისთვის დაგეგმილი ყველა რეისის მიღება და გაშვება აეროპორტში შეუფერხებლად სრულდება.

უამინდობის გამო, შეზღუდულ რეჟიმში ოპერირებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. რის გამოც მესამე დღეა, ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად, რეისებს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი იღებს. დღეს საღამოს,  ისრაელის ავიაკომპანია EL Al-ის კუთვნილი ხომალდი ბათუმის ნაცვლად რეისს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შეასრულებს და თელავივში ქუთაისიდან გაფრინდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics