|
2025-02-14 17:48:35, 594 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმერ ზელენსკი - თუ უკრაინა NATO-ში არ იქნება, საჭირო იქნება, უკრაინამ უსაფრთხოების სისტემა ევროპასთან ერთად განავითაროს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის კონფე3რენციაზე თავდაცვის საკითხზე გაამახვილა ტურადღება. როგორც თავად უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, იქამდე სანამ უკრაინა NATO-ს წევრი არ გახდება, მას 1.5 მილიონი ჯარისკაცისგან შემდგარი არმია სჭირდება, რათა რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიოს და თავი დაიცვას.მან ასევე ევროპისა და უკრაინის ერთობლივი უსაფრთხოების განვითარებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, თუ უკრაინა NATO-ში არ იქნება, საჭირო იქნება, უკრაინამ უსაფრთხოების სისტემა ევროპასთან ერთად განავითაროს და მნიშვნელოვანია, რომ ევროპელმა ლიდერებმა ეს გააცნობიერონ.
14-16 თებერვალს მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენცია ტარდება. ცნობილი იყო, რომ ზელენსკი აშშ-ს ვიცეპრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს უნდა შეხვედროდა. თუმცა Kyiv Independent საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრა გადაიდო, რათა აშშ-მკიევის მიერ შეთავაზებული პარტნიორობის დოკუმენტი განიხილოს. დღეს, 14 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებთ, მიუნხენში აშშ-ს, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება, რომელზეც მხარეები სამშვიდობო შეთანხმებაზე ილაპარაკებენ.
მიუხედავად ტრამპის განცხადებისა, ზელენსკის მრჩევლის, დმიტრი ლიტვინის თქმით, უკრაინა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხზე შეხვედრას არ აპირებს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)