04:30 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-07 16:01:42, 717 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადურმა მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის წევრებს საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები გააცნო

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის წევრებს შეხვდა.

სამინისტროს წარმომადგენლებმა ასოციაციის წევრებს მოგების გადასახადის რეფორმასთან დაკავშირებული ტექნიკური და ადმინისტრაციული საკითხები, ასევე მათი განხორციელების შემთხვევაში მოსალოდნელი საფინანსო-ეკონომიკური შედეგები გააცნეს.

გარდა ამისა, სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები, მათ შორის, ძირითადი საშუალებების იმპორტის დღგ-სგან განთავისუფლების, აღიარებული დავალიანებების ჩამოწერისა და დავის პერიოდში საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადების საკითხები.

 „გრძელდება ჩვენი შეხვედრები ბიზნესთან, რომლის ფარგლებშიც მათ ვაცნობთ საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლებიც ეხება მოგების გადასახადის რეფორმას, ასევე საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით გათვალისწინებულ სიახლეებს. იმედი გვაქვს, ეს კარგი სტიმული იქნება ეკონომიკის განვითარებისთვის“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტმა, მიხეილ ჭელიძემ დადებითად შეაფასა როგორც საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი სიახლეები, ისე ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობა. მისი თქმით, მოგების გადასახადის რეფორმა ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას, ბიზნესს ექნება მეტი შესაძლებლობა, თანხები საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის გამოიყენოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics