15:35 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-24 11:08:35, 645 ნახვა

ომი უკრაინაში
ტრამპი - ზელენსკი ანგელოზი არ არის, არასდროს უნდა დაეშვა, რომ ეს ომი მომხდარიყო

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა არ უნდა დაეწყო, - ამასთან დაკავშირებული განცხადება ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში გააკეთა.

„ზელენსკი ანგელოზი არ არის. მას არასდროს უნდა დაეშვა, ეს ომი მომხდარიყო. ზელენსკი ებრძოდა ბევრად უფრო დიდ რამეს, ბევრად უფრო დიდს, ბევრად უფრო ძლიერს. მას ეს არ უნდა გაეკეთებინა, რადგან ჩვენ შეგვეძლო შეთანხმების მიღწევა. შემეძლო ძალიან მარტივად მიმეღწია გარიგებისთვის და ზელენსკიმ გადაწყვიტა : „მინდა, ვიბრძოლო““, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, რუსეთის არმიას 30 000 ტანკი ჰყავს, ზელენსკის, პრაქტიკულად, არცერთი ჰქონდა.

„შემდეგ ჩვენ დავიწყეთ აღჭურვილობის გაგზავნა. მათ ჰქონდათ სიმამაცე, გამოეყენებინათ ეს აღჭურვილობა, მაგრამ საბოლოოდ, ეს არის ომის, რომელიც უნდა მოგვარდეს“, - აღნიშნა ტრამპმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ომის დაწყების შემდეგ ათასობით უკრაინელი და რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics