2025-01-18 08:18:55, 1434 ნახვა
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელია - ვამაყობ, რომ ამ დიდი კლუბის ფეხბურთელი გავხდი
ხვიჩა კვარაცხელიამ პირველი კომენტარი გააკეთა „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტზე, რომელიც 17 იანვარს საღამოს გააფორმა და ძალაში 2029 წლამდეა.
„აქ ყოფნა ოცნებაა. „პარი სენ-ჟერმენზე“ ბევრი ძალიან კარგი რამ მითხრეს. უზომოდ ვამაყობ, რომ ამ დიდი კლუბის მოთამაშე გავხდი. ახლა მოუთმენლად ველოდები, ახალი გუნდის ფორმას როდის მოვირგებ“, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.
„პარი სენ-ჟერმენის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კვარაცხელია 7-ნომრიან მაისურს მოირგებს. ხვიჩა ფრანგული კლუბის ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, სულ კი 50-ე ქვეყნის წარმომადგენელი იქნება, რომელიც ამ გუნდში ითამაშებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,