14:10 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-08 09:39:42, 749 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში, ენგელსში მდებარე ნავთობბაზაზე იერიში მიიტანა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში, სარატოვის ოლქში მდებარე ენგელსის ქალაქში, უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად ნავთობბაზაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ქალაქში დაახლოებით 25 ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა.

სარატოვის ოლქის გუბერნატორი, რომან ბუსარგინი, აცხადებს, რომ ხანძარი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ ჩამოგდებული უკრაინული დრონების ნამსხვრევების შედეგად გაჩნდა. აფეთქებები ასევე მოხდა ქალაქ სარატოვში, რომელიც ენგელსისგან მდინარის კალაპოტით არის განცალკევებული.

ენგელსში განლაგებულია რუსული ბომბდამშენების ТУ-95-ის საჰაერო ბაზა, რომელზეც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე იერიში მიიტანეს ბოლო პერიოდში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics