2016-03-01 16:49:14, 653 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4668 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირულება 2.4713 ლარს შეადგენს. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0045 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ოფიციალური კურსით, 1 ევრო ხვალ, 2.6826 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.6957 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0131 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან