|
2024-11-22 18:30:23, 776 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ და ევროპა განიხილავენ შეკავებას, როგორც უკრაინის უშიშროების შესაძლო გარანტიას
ამერიკული New York Times-ის ინფორმაციით, ამერიკის და ევროპის ოფიციალური პირები განიხილავენ შეკავებას, როგორც უკრაინის უშიშროების შესაძლო გარანტიას. მაგალითისთვის ჩვეულებრივი არსენალის დაგროვებას რუსეთზე სადამსჯელო პასუხისთვის, თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს დაარღვევს. გამოცემა წერს, რომ ზოგიერთმა ჩინოვნიკმა ისიც დაუშვა, რომ ბაიდენს შეუძლია დაუბრუნოს უკრაინას ბირთვული იარაღი, რომელიც მას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩამოერთვა. ეს გახდებოდა უზარმაზარი შემაკავებელი ფაქტორი, თუმცა ეს ნაბიჯი იქნება რთული და ექნება სერიოზული შედეგები. "უკრაინამ შეასრულა მისი ვალდებულებები ბუდაპეშტის მემორანდუმის ფარგლებში, ხოლო გარანტორებმა სამარცხვინოდ ვერ შეძლეს მისი დაცვა" - აცხადებს ამერიკული კომისიის თავჯდომარე, ჯელ ვილსონი. ამასთან "როიტერის" ინფორმაციით, უკრაინამ დაიწყო მოლაპარაკებები ამერიკასთან საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების გადამჭერი საზენიტოების მიღებაზე. კანდიდატებს შორისაა Patriot PAC-3-ის გაუმჯობესებული ვერსია, THAAD-ის ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა და Aegis-ი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)