23:47 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-26 14:39:52, 722 ნახვა

კომენტარი
მაია ფანჯიკიძე: იმედია, სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ, რათა უსწრაფესად ვიცოდეთ, რა მოხდა

პარტია "თავისუფალი დემორკატების" წევრ მაია ფანჯიკიძისთვის უცნობია, რას შეიძლება უკავშირდებოდეს მისი თანაგუნდელის ალექსი პეტრიაშვილის დაჭრა.

როგორც ფანჯიკიძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, იმედი აქვს, სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ უსწრაფესად დადგინდეს,  რა მოხდა.

"აბსოლუტურად არაფერი არ ვიცი, რა მოხდა და როგორ მოხდა.  ვიცი, რომ არის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და არის დაჭრილი. იმედი მაქვს, სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ უსწრაფესად ვიცოდეთ, რა მოხდა. არავინ არაფერი არვიცით",-განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

 ალექსი პეტრიაშვილს   ამ დროისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში   ოპერაცია უტარდება.

შეგახსენებთ, დღეს თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.

გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის - ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.

მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოქალაქისგან შევიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შემთხვევა საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს გამართავს
სააკაშვილი: პრეზიდენტ ალიევს აზერბაიჯანში „ფაქტობრივად“ არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები
ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი - მიწაზე მცოცავი სააკაშვილი მე ვერ მიწოდებს მოღალატეს
ივანიშვილმა და ალიევმა ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროში პარტნიორობა განიხილეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics