22:15 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-18 21:26:22, 624 ნახვა

ომი უკრაინაში
პუტინი - რუსეთი უკრაინის ბირთვულ შეიარაღებას არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს

რუსეთი უკრაინის ბირთვულ შეიარაღებას არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პუტინის თქმით, "მანამ, სანამ კრიზისი ცხელ ფაზაში გადავიდოდა, უკვე მაშინ, ამ მოვლენებამდე, შედარებით რბილად, მაგრამ მაინც საუბრობდა იმაზე, რომ უკრაინას უნდა ჰქონოდა ბირთვული იარაღი".

"უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რაზეც მე არაერთხელ მისაუბრია ჯერ კიდევ მანამ, სანამ კრიზისი ცხელ ფაზაში გადავიდოდა, უკვე მაშინ, ამ მოვლენებამდე, შედარებით რბილად, მაგრამ მაინც საუბრობდა იმაზე, რომ უკრაინას უნდა ჰქონოდა ბირთვული იარაღი. ასეთი საფრთხე შესაბამის რეაქციას გამოიწვევს რუსეთის ფედერაციის მხრიდან. შემიძლია პირდაპირ ვთქვა: რუსეთი ამას არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს",- განაცხადა პუტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics