03:03 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-19 12:38:36, 464 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 42 "შაჰიდი" და ერთი რაკეტა ჩამოვაგდეთ

გასულ ღამეს, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის მიერ გაშვებული ერთი საავიაციო მართვადი რაკეტა X-59/69 და 42 "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებს.

მათი ცნობით, დრონები დნეპროპეტროვსკის, კიევის, ვინიცის, ჟიტომირის, როვენის, ჩერკასის, კიროვგრადის, ნიკოლაევისა და ხერსონის ოლქებში ჩამოაგდეს.

"ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქზე ბელგოროდის ოლქიდან 3 S-300-S-400-ის ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტით, ერთი X-59/69-ის ტიპის რაკეტითა და 42 "შაჰიდის" ტიპის დრონით იერიში მიიტანეს", - ნათქვამია საჰაერო ძალების ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics