11:01 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-13 15:42:28, 767 ნახვა

ეკონომიკა
ალექსანდრე მაშკევიჩი მზადაა საქართველოში ინვესტიციები განახორციელოს

ალექსანდრე მაშკევიჩი, პარტნიორებთან ერთად, მზადაა საქართველოში რამდენიმე პროექტი განახორციელოს კომპანიების მეშვეობით, რომელთა  ინტერესის ძირითად საგანს სამედიცინო მომსახურებისა და ფარმაცევტული სექტორები წარმოადგენს. ეს ის სფეროებია, სადაც, საერთაშორისო მასშტაბით, ალექსანდრე მაშკევიჩს დიდი გამოცდილება აქვს დაგროვილი.

ფარმაცევტულ სფეროში ოპერირება დაიწყო კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიამ“,  რომლის მიერ  იმპორტირებული ხარისხიანი მედიკამენტები რამდენიმე დღეში გამოჩნდება სააფთიაქო ქსელებში. „ჰუმანითი ჯორჯიას“ დაწყებული აქვს რეგიონში უპრეცენდენტო მასშტაბის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფარმაცევტული ქარხნის, ხარისხის კონტროლის ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ სერთიფიცირებული ლაბორატორიისა და სასაწყობო ცენტრის მშენებლობა.

ჰოსპიტალური განვითარების პროექტის ტენდერში მონაწილეობას იღებს „ალფამედიკ კონსორციუმი“ , რომელიც,  გამარჯვების შემთხვევაში, მზადაა   სექტორში სოლიდური ინვესტიციები განახორციელოს.

ინვესტიციები გათვლილია გრძელვადიან პერიოდზე  და მათი მიზანია კონკურენტული გარემოს ხელშეწყობა, ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მედიკამენტებზე ფასების შემცირება.

ალექსანდრე მაშკევიჩის ბიზნეს–ჯგუფი საქართველოში სხვა სისტემურ პროექტებშიც გეგმავს ინვესტირებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics