11:28 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 13:19:37, 558 ნახვა

ეკონომიკა
მოგების რეფორმა ბანკებს, სადაზღვევო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს არ შეეხება

მოგების რეფორმა ბანკებს, სადაზღვევო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს არ შეეხება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მოგების გადასახადი განაწილებული მოგების გადასახადით იცვლება. აღნიშნულს საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს. თუ კომპანიები  მოგებას არ გაანაწილებენ, ისინი მოგების გადასახადს არ გადაიხდიან. თუმცა,  ნოდარ ხადურის განმარტებით, დაბეგვრის რეჟიმი ზემოთ  ხსენებული კომპანიებისთვის არ შეიცვლება, ვინაიდან ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ დგას:

„ვსწავლობთ არის თუ არა პრობლემები ინვესტირების და ა.შ. ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ დგას. საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება ეს სექტორები, მათ შორის საბანკო სექტორი, მათ მხარდაჭერა თუ სჭირდებათ, ეს ნამდვილად არ არის ფისკალური. დაბეგვრის რეჟიმი არ შეეცვლება  ასევე ორგანიზაციებს, რომლებსაც კანონმდებლობით ეკრძალებათ მოგების განაწილება, შესაბამისად, მას არ ანაწილებენ, მაგალითად ეს არის საჯარო-სამართლის იურიდიული პირები და ეს არის არასამთვრობო სექტორი, ე.წ. აიპები. შენარჩუნდება მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთი, შენარჩუნდება პროცენტზე, როიალზე და დივიდენდზე არსებული განაკვეთი, საწარმოს მოგების გადასახადისათვის საანგარიშო პერიოდი გახდება 1 თვე, აღარ იქნება 1 წლიანი, შესაბამისად კომპანია, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდის ამ გადასახადს, თუ იმ 1 თვის განმავლობაში მოგებას გაანაწილებს. ამავე დროს მოგების გადასახადით დაიბეგრება დივიდენდის, ან სხვა ფორმით განაწილებული მოგება, საქონლის, მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდება, განსაზღვრულ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები და ის გადახდები, რომლებიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან. სახსრები, რომლებიც მიმართული იქნება ეკონომიკის განვითრებისათვის, წარმოების გაფართოებისათვის, დასაქმების გაზრდისათვის, ეს თანხები აღარ დაიბეგრება. და ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ცვლილება ძალაში შევა, მიმდინარე წლის 1 ივლისსს. შესაბამისად, პირველ ივლისამდე 6 თვის განმავლობაში ძველი წესით მომუშავე საწარმოებისათვის დეკლარირების პერიოდად განისაზღვრება სავარაუდოდ 1 ნოემბრამდე პერიოდი. ხოლო დანარჩენ პერიოდზე ჩვეულებრივ ყოველთვიურად მოხდება საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციასთან ერთად უმარტივესი დეკლარირების ფორმა იქნება, ამით გამარტივდება დეკლარირებაც და საგადასახადო შემოწმებები”,-განაცხადა ნოდარ ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics