00:40 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-10 13:31:55, 3578 ნახვა

High - Tech
Samsung-მა Galaxy S22 Ultra, S22+ და S22 წარადგინა

კორეულმა კომპანია "სამსუნგმა" 2022 წლის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფლაგმანური სმარტფონების მოდელები Galaxy S22 Ultra, S22+ და S22 წარადგინა.
ღონისძიება გუშინ, 9 თებერვალს გაიმართა, მას მაყურებელი ონლაინ ტრანსლაციის მეშვეობით აკვირდებოდა.
როგორც ჩანს "სამსუნგმა" მკვეთრად ინოვაციური ნაბიჯებისგან თავი ამ წელსაც შეიკავა, სმარტფონები მოსალოდნელად, შარშანდელი ფლაგმანების დიზაინში გამოვიდა, 
უბრალო მომხმარებლისთვის როგორც გარე, აგრეთვე პროგრამული ცვლილებები შეუმჩნეველი იქნება. 
Galaxy S22 Ultra ფაქტობრივად სახეშეცვლილი Galaxy Note-ის ხაზის გაგრძელებაა, რომელიც შარშან "სამსუნგს" არ განუახლებია, მაგრამ მასშიც ცვლილებები 
საკმაოდ შეუმჩნეველია. Ultra-ს გარეგნობა 2 წლის წინანდელ Note 10+ - ის დიზაინს ძალიან ჰგავს, რაც ყურადღების გარეშე არ დარჩენილა.
შეიცვალა სმარტფონების ძირითადი კამერის მოდული, ეკრანის სიკაშკაშე კვლავ გაიზარდა. უმცროსი S22 ზომაში მოიკლო, რამას ბატარეის 10% შემცირება გამოიწვია (ისე, რა
განახლება). 
როგორც ჩანს "სამსუნგი" თვლის, რომ მას "ეფლის" გამოცდილების გამეორება შეუძლია, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ წლიდან წლამდე საკუთარ მომხმარებელს ფაქტობრივად
ერთნაირი დიზაინის და ფორმ-ფაქტორის მქონე სმარტფონებს სთავაზობს, ამ დროს "ეფლი" "სამსუნგისგან" განსხვავებით საკუთარ პროგრამულ უზრუნველყოფას, ოპერატიულ სიუსტემას
და ექსკლუზიურ პროგრამებს ქმნის და საკუთარ მოწყობილობებში, ძველებშიც კი მუდმივად ამახლებს IOS-ს.
ვნახოთ რამდენად მოთხოვნადი იქნება "სამსუნგის" ახალი ფლაგმანები.

 









ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics