15:32 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-29 11:26:35, 3190 ნახვა

კომენტარი
კელი დეგნანი - მოხარულები ვართ, რომ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა უკვე მიეცა

მოხარულები ვართ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და აქვს შესაძლებლობა, დაესწროს სასამართლო პროცესს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

კელი დეგნანმა მოუწოდა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს, ხელი არ შეუშალონ სასამართლო პროესს და პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი ფორმით.

„მოხარულები ვართ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგოამრეობა გაუმჯობესდა და აქვს შესაძლებლობა, დაესწროს სასამართლო პროცესს. ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო პროცესზე დასწრება, ეს არის ადამიანის უფლება, რაც დამტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით, სწორედ ამიტომ გვქონდა მოწოდებები, რომ ეს უფლება სააკაშვილს გამოეყენებინა. მოხარულები ვართ, რომ ეს შესაძლებლობა უკვე მიეცა. მოვუწოდებთ მის მხარდამჭერებს, ხელი არ შეუშალონ აღნიშნულ პროცესს, მათ შეუძლიათ, რომ პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი ფორმით და პროცესს ხელი არ შეუშალონ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics