|
2021-07-16 14:37:21, 645 ნახვა
კომენტარი
კელი დეგნანი 5 ივლისზე - თუ მთავრობას არ ექნება მკაფიო გზავნილი, ეს იქნება ძალადობის წახალისება
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი 5-6 ივლისის მოვლენებზე საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან საჭიროა ძლიერი გზავნილი იმ პირების მიმართ, რომლებიც პროვოცირებდნენ ძალადობას, რომ ამას მოჰყვება შედეგი. როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობას არ ექნება მკაფიო გზავნილი მოძალადეების მიმართ, ეს იქნება წახალისება უფრო მეტი ძალადობისკენ. „ძალადობა მიუღებელია, საქართველოს ხელისუფლებისგან მკაფიო, ძლიერი გზავნილია საჭირო, რომ შედეგები იქნება მათთვის, რომლებიც პროვოცირებენ ძალადობას და მათთვისაც, ვინც ძალადობრივად ესხმის თავს მოქალაქეებს. თუ არ მოჰყვება მკაფიო შედეგი და გზავნილი, რომ ძალადობას არ ეგუებიან, ეს იქნება წახალისება, უფრო მეტი ძალადობისკენ. ნებისმიერი მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს უსაფრთხო და დაცული გარემო საკუთარი მოქალაქეებისთვის, რომლებიც კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით სარგებლობენ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)