04:07 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-02 22:02:28, 1000 ნახვა

კომენტარი
დევიდ კრამერი „თბილისი პრაიდზე“ - საქართველოს მთავრობამ პასუხი უნდა აგებინოს მათ, ვინც ამ მარშის ჩატარებას ხელს უშლის

„საქართველოს მთავრობამ პასუხი უნდა აგებინოს მათ, ვინც ამ მარშის ჩატარებას ხელს უშლის“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, დევიდ კრამერმა „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს საქართველოსთვის წლების პრობლემაა.

„ეს ბაიდენის ადმინისტრაციას დიდად არ მოეწონება. დარწმუნებული ვარ.

მე ვთვლი, საქარველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოება იმ ადამიანებისა, ვისაც სურთ მარშში მონაწილეობა, მათ თანასწორად უნდა ექცეოდნენ და აქვს პასუხიმგებლობა, რომ პასუხი აგებინოს მათ, ვინც ხელს უშლის მარშის ჩატარებას ან ძალადობას აქეზებს მათ წინააღმდეგ, ვინც უბრალოდ საკუთარი უფლებებით სარგებლობს.

მთავრობა უკეთ უნდა მოიქცეს ამ კუთხით, ეს საქართველოსთვის წლების მანძილზე პრობლემაა, არაა უნიკალური მხოლოდ ამ წელს“, - განაცხადა დევიდ კრამერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics