00:47 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-23 12:52:46, 1052 ნახვა

კომენტარი
შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ბადრი ესებუა საქართველოში იმყოფება

ჩვენი ოპერატიული ინფორმაციით, საქართველოში იმყოფება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელ ბადრი ესებუასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ესებუას დაკავება საგამოძიებო უწყებისთვის ღირსების საკითხია.

„ვმუშაობთ და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი თემაა, მითუმეტეს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ღირსების თემაა, პირდაპირ გეტყვით, ასეთი რამ დიდი ხანია არ მომხდარა. ვმუშაობთ, იყო რაღაც თემები, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს დღეს და ხვალ მოხდება. ეს სახუმარო თემა ნამდვილად არ არის. ამდენი ადამიანი მძევლად ჰყავდა აყვანილი. ვისაც უნდა ამ ადამიანის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა, ეს არის შინაგან საქმეტა სამინისტრო. შეიძლება ხალხს ჰგონია, რომ ჩვენ არ გვინდა, ხელს ვუწყობთ ან ვმალავთ, ვმუშაობთ ამ თემაზე. ჩვენი ოპერატიული ინფორმაციით, საქართველოში იმყოფება, მას არ დაუტოვებია ქვეყანა. იმედია, სწორი ინფორმაციაა და ამ წყაროს ვეყრდნობით“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics