14:10 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-12 22:53:04, 576 ნახვა

კომენტარი
დავით თვალაბეიშვილი - რიონის ხეობის დეესკალაციის პროცესში პასუხისმგებლობა „რიონის მცველებმაც“ უნდა აიღონ

„რიონის ხეობაში ვითარების დეესკალაციის პროცესზე მედიაციის შეხვედრაზე საუბრისას მთავრობის მხრიდან აღებული ვალდებულებების შესრულების პარალელურად, ასევე ყურადღება გამახვილდა იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც „რიონის მცველებმა“ უნდა აიღონ კომპანია „ენკას" თანამშრომლებისთვის ლეგიტიმურად მინიჭებული საქმიანობის გაგრძელების მიზნით.

ასევე დავაზუსტებ, რომ მედიაციის დროს არ ყოფილა საუბარი ხეობიდან პოლიციის უპირობო გაყვანაზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ეგიდით წარმოებული მედიაციის პროცესში ნამახვანიჰესის პროექტის შესახებ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი იყო „მცველების“ მიერ სოფელ ნამახვანში საპროტესტო აქციის განახლებაზე, მაგრამ ამავე დროს, ცალსახა იყო ბატონი დირკ ბუშლეს, მედიატორის მოლოდინი იმის შესახებ, რომ „ენკას“ საქმიანობას პროტესტის მონაწილეები ხელს არ შეუშლიდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics