11:24 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-11 18:41:02, 829 ნახვა

კომენტარი
IDFI - პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები რადიკალურად ცვლის საქართველოს კიბერუსაფრთხოების სისტემას და შეიცავს რისკებს

„პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები რადიკალურად ცვლის საქართველოს კიბერუსაფრთხოების სისტემას და შეიცავს რისკებს“, - ამის შესახებ განცხადებას IDFI ავრცელებს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ახალი კანონით OTA-ს ეძლევა შესაძლებლობა დაცულ პერსონალურ და კომერციულ ინფორმაციაზე წვდომა.

„IDFI აქტიურად მონაწილეობდა კანონპროექტის განხილვის, ცვლილებებთან დაკავშირებული რისკების შესწავლისა და ანალიზის პროცესში.

პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები რადიკალურად ცვლის საქართველოს კიბერუსაფრთხოების სისტემას და შეიცავს მნიშვნელოვან რისკებს.

ახალი კანონით, OTA-ს ეძლევა შესაძლებლობა, ჰქონდეს პირდაპირი წვდომა საკანონმდებლო, აღმასრულებელი თუ სასამართლო ხელისუფლების, ასევე სატელეკომუნიკაციო სექტორის ინფორმაციულ სისტემებზე და არაპირდაპირი წვდომა სისტემებში დაცულ პერსონალურ და კომერციულ ინფორმაციაზე“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics