19:34 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-01 15:52:04, 396 ნახვა

კომენტარი
ლევან კაკავა: ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ყველაზე მაღალი გამტარობის საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“ მალე დაუბრუნდება გლობალურ პანდემიამდე არსებულ ნიშნულს

ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ყველაზე მაღალი გამტარობის  საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“ მალე დაუბრუნდება გლობალურ პანდემიამდე არსებულ ნიშნულს, - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ.

მისი  თქმით, ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე მებაჟე ოფიცრები სრულ მზადყოფნაში არიან, 24 საათიან რეჟიმში, სწრაფად და შეუფერხებლად განახორციელონ როგორც ფიზიკური პირების, ასევე მსუბუქი და სამგზავრო ავტომობილებისა და ბარგის კონტროლის პროცედურები.

„სიმბოლურია, რომ სწორედ,სახმელეთო საზღვრის გახსნასთან ერთად, მებაჟე ოფიცრები შემოსულ მგზავრებს ახალი სამსახურებრივი ფორმებით ხვდებიან. შემოსავლების სამსახურში მიმდინარე ინფრასტრუქტურული რეფორმების ფარგლებში,  საბაჟო დეპარტამენტის ყველა გამშვები პუნქტისა და გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებს დღეიდან, საქართველოში წარმოებული ახალი უნიფორმა და სპეციალური ეკიპირება გადაეცათ“, - აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics