17:30 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-31 11:18:52, 548 ნახვა

კომენტარი
ვახტანგ გომელაური - ჩვენ გვყავს აპოლიტიკური და მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული პოლიცია

დღეს ჩვენ გვყავს აპოლიტიკური და მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული პოლიცია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს პოლიციის დღე მიულოცა და თანამშრომლობისთვისა და შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

„გილოცავთ პოლიციელის დღეს, ყველა თანამშრომელს მადლობას გიხდით ღირსეული და თავდაუზოგავი შრომისთვის. მე კარგად ვიცი რას ნიშნავს პოლიციელი და ვიცი, როგორი რთულია ებრძოლო დანაშაულს, ემსახურო მოქალაქეებს და ამასთან, არ დაარღვიო ადამიანის სხვადასხვა ფუნდამენტური უფლება. ადამიანის უფლებების აცვა, კრიმინალთან ბრძოლა, მოსახლეობისთვის უსაფრთხოების გარემოს შექმნა შსს-ს მთავარი ფუნქციაა. თქვენ ამას წარმატებით ასრულებით. დღეს ჩვენ გვყავს აპოლიტიკური და მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული პოლიცია“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics