22:35 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-05 10:32:36, 705 ნახვა

კომენტარი
ვახტანგ გომელაური გარეჯში მომხდარ თავდასხმაზე - ყველანაირი ძალადობა მიუღებელია

ყველანაირი ძალადობა მიუღებელია - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, დამნაშავეები გამოძიების შედეგებიდან გამომდინარე, შესაბამისად დაისჯებიან.

„პროკურატურამ უნდა იმსჯელოს კვალიფიკაციის შეცვლაზე. გუშინ რაც მოხდა, გამოძიება დავიწყეთ. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი, მითუმეტეს ჟურნალისტებზე და მოქალაქეებზე. გამოძიებიდან გამომდინარე რაც დადგინდება, დაისჯებიან კანონის მიხედვით. რაც ჰქონდათ ფაქტი, გამოძიება იმის მიხედვით დაიწყეს, ნახავენ კადრებს, დააკვირდებიან, შეიძლება ხუთი მუხლი დაემატოს, შეიძლება არაფერი არ დაემატოს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 4 მაისს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილს სასულიერო პირები თავს დაესხნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics