05:07 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-27 14:38:32, 863 ნახვა

კომენტარი
პაატა იმნაძე - „სინოფარმის“ ვაქცინა თითქმის 100%-მდე იცავს დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან და სიკვდილისგან

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინა 100%-მდე იცავს ინფიცირებულებს მძიმე მიმდინარეობებისგან და სიკვდილისგან.

როგორც პაატა იმნაძე განმარტავს, ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინა ეფექტურია 18-დან 60-წლამდე ასაკის პირებში, თუმცა რეკომენდებულია 60-წელს ზემოთ პირებშიც.

„სინოფარმი“ გამოიყენება ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, რეგისტრირებულია უნგრეთში, სერბეთში. მხოლოდ სერბეთში 2 მილიონი დოზაა გამოყენებული, აღარ ვსაუბრობ 200 მილიონამდე დოზაზე, რომელიც ჩინეთში გამოიყენეს. ვაქცინა არის მაღალეფექტური, 79% არის სიმპტომური დაავადების საწინააღმდეგო ეფექტით, თითქმის 100%-მდე იცავს ჰოსპიტალიზაციისგან, მძიმე მიმდინარეობისგან და სიკვდილისგან. რაც არის გამოქვეყნებული კვლევები, 18-დან 60 წლამდე ეფექტურია, თუმცა 60 წლის ზემოთაც არის რეკომენდებული“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics