07:17 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-21 10:57:30, 541 ნახვა

კომენტარი
ლაშა ხუციშვილი - მიღწეულმა შეთანხმებამ ხელი უნდა შეუწყოს პოლიტიკურ სტაბილურობას ქვეყანაში

მიღწეულმა შეთანხმებამ და ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევამ ხელი უნდა შეუწყოს პოლიტიკურ სტაბილურობას ქვეყანაში და ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალის ერთობლივ მუშაობას, - ამის შესახებ საკუთარ Facebook-ზე ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი წერს, რომელიც მმართველ ძალისა და ოპოზიციის ნაწილს შორის მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება.

„მსურს, გამოვეხმაურო ჩვენი ქვეყნისთვის იმ მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების მედიაციით და ძალისხმევით გაფორმდა მმართველ ძალასა და ოპოზიციის ნაწილს შორის. ერთმნიშვნელოვნად, ეს დოკუმენტი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, მიღწეულმა შეთანხმებამ და ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევამ, ვფიქრობ, ხელი უნდა შეუწყოს პოლიტიკურ სტაბილურობას ქვეყანაში და ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალის ერთობლივ მუშაობას. მადლობა საქართველოს მეგობრებს - ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს, ევროკავშირის ელჩს ჩვენს ქვეყანაში, კარლ ჰარცელს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის  პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს ამ შეთანხმების პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის", - აღნიშნავს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics