14:49 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-18 21:20:14, 607 ნახვა

კომენტარი
დავით ბაქრაძე: ნიკა მელია და გიორგი რურუა საპატიმროს დატოვებს ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში - ოპოზიციამ მიიღო ის, რასაც ითხოვდა

„ნიკა მელია და გიორგი რურუა საპატიმროს დატოვებს ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში -  ოპოზიციამ მიიღო ის, რასაც ითხოვდა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიცია ამ დოკუმენტს სერიოზულად განიხილავს და გამორიცხავს, ყოველგვარ დაპირისპირებას დასავლეთთან.

„დოკუმენტში შეტანილია მნიშვნელოვანი ცვლილებები, პირველ რიგში, ეს ცვლილებები შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს, საუბარია მკაფიოდ, ორი ადამიანის გამოშვებაზე, ვადებსა და მექანიზმებზე, როგორ უნდა მოხდეს ამის განხორციელება. პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციამ მიიღო ის, რასაც ითხოვდა. ნიკა მელია და გიორგი რურუა საპატიმროს დატოვებს ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში.

არჩევნების საკითხზე მოხდა ჩაწერა, საუბარია თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმაზე. მე გეტყვით გულწრფელად, რომ ახლაც მიმაჩნია, რომ ადგილობრივ არჩევნებზე მიბმა არ არს საუკეთესო და სწორი გზა რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად, ხოლო 43% არის ალოგიკური რიცხვი, რადგან ლოგიკური იქნებოდა 48 პროცენტი, რაც ოცნებამ აიღო. ჩემთვის ამ დოკუმენტში გახლავთ რიგგარეშე არჩევნების საკითხი.

უნდა გვესმოდეს, რომ სასწორის მეორე მხარეს დევს ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი და ინტერესი. ყველამ მოვისმინეთ ევროკავშირისა და აშშ-ის ერთობლივი განცხადება.

მიმაჩნია, კატასტროფულად ამ ქვეყნის მომავლისთვის, რომ ოპოზიცია დაუპირისპირდეს დასავლეთს და პროდასავლური ნიშა არადასავლურმა ქართულმა ოცნებამ დაიკავოს.

ამიტომ ჩვენი მომავალი წარმატებისთვის, გადამწყვეტია დასავლეთის მხარდაჭერა, ამიტომ ამ დოკუმენტს სერიოზულად განვიხილავ”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics