22:48 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-04 19:56:11, 604 ნახვა

კომენტარი
მთავრობა - ინფორმაცია, რომ მოსახლეობას აივანზე გასასვლელად გადაადგილების ნებართვა ესაჭიროება, კლასიკური „ფეიქ ნიუსია“

სოციალურ ქსელში გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომლის თანახმად, კომენდანტის საათის დროს, აივანზე გასასვლელად საშვია საჭირო, მთავრობის სტრატკომი ეხმიანება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„სოციალურ ქსელში გავრცელდა ყალბი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომლის თანახმად, თითქოსდა მოსახლეობას აივანზე გასასვლელად, გადაადგილების შეზღუდვის მოქმედების პერიოდში, სპეციალური გადაადგილების ნებართვა ესაჭიროება. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის კლასიკური ფეიქ ნიუსი, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და წარმოადგენს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, იმ შემზღუდავი ღონისძიებისა, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედებს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics