20:09 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-24 20:55:30, 1047 ნახვა

კომენტარი
პეტრე ცაავა - მზად ვარ, დნმ-ის ანალიზი ჩავაბარო, მეუფე სტეფანე იქცევა უღმერთოდ

„მზად ვარ, დნმ-ის ანალიზი ჩავაბარო, მეუფე სტეფანე იქცევა უღმერთოდ“, - ამის შესახებ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეეტრე ცაავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მეუფე სტეფანე ცრუ ბრალდებების გამო უნდა დაისაჯოს.

„მეუფე სტეფანე ისე იქცევა, თითქოს ღმერთი არ არსებობს. იქცევა უღმერთოდ.

ნებისმიერ შემთხვევაში, რა ცილისმწამებლურადაც მომიხსენია და დამადანაშაულა, დაუყოვნებლივ მოვითხოვ, საპატრიარქომ აღძრას საქმე, დაიწყოს მოკვლევა და მეუფე სტეფანეს მოუწევს ამ ბრალდებით თვითონვე დაისაჯოს, რა ცრუ ბრალდებითაც მან დაადანაშაულა მეუფე პეტრე.

მზად ვარ, დნმ-ის ანალიზი ჩავაბარო, იგივეს მოვუწოდებ ყველა მღვდელმთავარს. სტეფანე არის შეპყრობილი, რომელსაც ღმერთი არ სწამს და სირცხვილის გრძნობა არ გააჩნია“, -  განაცხადა პეტრე ცაავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics