00:02 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-18 21:35:11, 536 ნახვა

კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალციხეში მომხდარს გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი შეისწავლის

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალციხეში მომხდარს გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი შეისწავლის.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოქალაქეებს გაეცნობათ ინფორმაცია იმ მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შესახებ, თუ რატომ და რისგან დადგა ეს არსებული ფაქტი.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტს მივაწოდებთ ყველა საჭირო ინფორმაციას, რეგულირების სააგენტო, როგორც იცით, დღის 16:00-ზე უკვე იმყოფებოდა ადგილზე, კლინიკაში და მათი მხრიდან მოხდა დეტალური შესწავლა და მოკვლევა იმ ქმედებების, რომლებიც განხორციელდა კლინიკაში პაციენტთან მიმართებით.

ყველა ამ დოკუმენტაციას გადავცემთ გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტს და ისინი დაუყოვნებლივ დაიწყებენ ამ ფაქტის შესწავლას, რის საფუძველზეც, ჩვენ მოქალაქეებს დამატებით მივაწვდით ინფორმაციას იმ მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შესახებ, თუ რატომ და რისგან დადგა ეს არსებული ფაქტი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics