02:21 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-24 02:26:40, 4318 ნახვა

Lifestyle
ტოპ მოდელი სტელა ტენანტი 50 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ბრიტანელი ტოპ მოდელი, სტელა ტენანტი 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. "ბი-ბი-სი"- ს ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, ცნობილი ტოპ მოდელის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. 
ლონდონის პოლიციამ უკვე განაცხადა, რომ სტელა ტენანტის გარდაცვალებაში საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა, განცხადებაში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ მოდელის გარდაცვალება ძალადობრივი არ ყოფილა.
”დიდი მწუხარებით ვიუწყებით სტელა ტენანტის მოულოდნელ გარდაცვალებას 2020 წლის 22 დეკემბერს.
სტელა მშვენიერი ქალი იყო და შთაგონება ყველასთვის. ძალიან მოგვენატრება“,_ ნათქვამია ოჯახის განცხადებაში.
სტელა ტენანტი იყო ლეგენდარული დიზაინერების ჯანი ვერსაჩეს და კარლ ლაგერფილდის მუზა. იგი სხვადასხვა ჩვენებებზე სწორედ ამ დიზაინერებთან ერთად ჩნდებოდა. 
90-იანების ბოლოს სტელა ცოლად გაჰყვა ცნობილ ფრაგნგ ფოტოგრაფს დაფნი დელონეს, მათ 4 შვილი დარჩათ.

ჯანი ვერსაჩესთან ერთად
 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics