15:05 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-05 17:29:13, 2108 ნახვა

პოლიტიკა
აზერბაიჯანისა და ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ნახიჩევანზე დრონით თავდასხმის შემდეგ შექმნილი ვითარება განიხილეს

აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ბაირამოვმა და ბოჭორიშვილმა, სატელეფონო საუბარი გამართეს. მხარეებმა ნახიჩევანზე ირანის დრონით თავდასხმის შემდეგ შექმნილი ვითარება განიხილეს.

ბაირამოვმა ქართულ მხარეს თავდასხმის შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ბოჭორიშვილმა, თავის მხრივ, ინციდენტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

 5 მარტს, შუადღისთვის ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიიდან განხორციელდა უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაზე.

 ერთი დრონით დარტყმა იყო ნახიჩევანის აეროპორტის შენობაზე, რომელიც დაზიანდა, მეორე დრონი კი სოფელ შაქარაბადის სკოლის შენობასთან ჩამოვარდა. დაიჭრა ორი სამოქალაქო პირი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics